„მანდალა“ ტიბეტური ქვიშის ნახატები

 

ტიბეტელი ბუდისტი ბერები ქვიშის „მანდალებს“ უკვე 2.500 წელია ქმნიან. ეს მათი რელიგიის ტრადიციების უმშვენიერესი ნაწილია. თითოეულ მანდალას აქვს ცენტრი და მის გარშემო იქმნება უმშვენიერესი წრიული სიმეტრიულად ზუსტი ნახატი. თითოეულ მანდალას თავისი სპეციალური დანიშნულება აქვს, მასში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური სიმბოლოები. მანდალებს სამყაროს წარმომადგენლად ქმნიან და მიაჩნიათ რომ მათ გარემოსა და თითოეული ადამიანის განკურნება შეუძლიათ. ერთი მანდალის შექმნას დღეები და ხშირად კვირებიც სჭირდება.

მანდალის შექმნის შემდეგ ბერები მისი დაშლის რიტუალს ატარებენ, სადაც ნახატი იწმინდება გარკვეული წესით, რის შემდეგაც მას ოკეანეს აბარებენ, რათა ადამიანს სიცოცხლის წარმავლობა და მატერიალურობისგან დამოუკიდებლობა ახსოვდეს.

TW_TibetSand05_670

საბედნიეროდ რამდენიმე მანდალას ფოტოები და შექმნის ამსახველი ვიდეო მასალა არსებობს:

 

 

Posted in ART

Leave a comment