ქვები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

გამარჯობა მეგობრებო, იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ყოველ დღე, დღეში მინიმუმ 5 ადამიანი მეკითხება თუ რომელია მათი ზოდიაქოს შესაფერისი ქვა, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სია სადაც თავმოყრილია ქვები, რომლებიც წლებისა და საუკუნეების გამოცდილების მიხედვით ითვლება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის თვისებების მატარებლად. მაგრამ სანამ გადახვიდოდეთ სიაზე, გეტყვით, რომ ქვების არჩევა არც ისე მარტივი საკითხია, არსებობს საკმაოდ ბევრი მეთოდი თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენი ქვა. შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც ეს ყველაფერი უფრო ვრცლად წერია (ლინკი), მაგრამ თუ მაინც გაინტერესებთ თუ რომელი ქვაა კონკრეტულად თქვენთვის, ზოდიაქოს მიხედვით, მაშინ გაეცანით სიას.

zodiac_signs_print_available_by_yuhon-d3ap63n

 

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვა?

სანამ აარჩევვდეთ ქვას უმჯობესია ელემენტარული წარმოდგენა მაინც შეიქმნათ ამ მინერალის თვისებების შესახებ.

პირველ რიგში გაჩვენებთ ზოდიაქოს ნიშნებს დაბადების თარიღის მიხედვით:

 

  • ვერძი – მარტი 21 – აპრილი 19.
  • კურო – აპრილი 20 – მაისი 20
  • ტყუპები – მაისი 21 – ივნისი 20
  • კირჩხიბი – ივნისი 21 – ივლისი 22
  • ლომი – ივლისი 23 – აგვისტო 22
  • ქალწული – აგვისტო 23 – სექტემბერი 22
  • სასწორი – სექტემბერი 23 – ოქტომბერი 22
  • მორიელი – ოქტომბერი 23 – ნოემბერი 21
  • მშვილდოსანი – ნოემბერი 22 – დეკემბერი 21
  • თხის რქა – დეკემბერი 22 – იანვარი 19
  • მერწყლი – იანვარი 20 – თებერვალი 18
  • თევზები – თებერვალი 19 – მარტი 20

 

ახლა კი გთავაზობთ ქვების სიას:

 

ვერძი

ამეთვისტო, აქვამარინი, ავანტურინი, ჰელიოტროპი,ციტრინი, ტურმალინი, აქატი, სელენიტი, მთის ბროლი, ლაზურიტი, ისპი, სერდოლიკი

კურო

სერდოლიკი, როდონიტი, ვარდისფერი კვარცი, სელენიტი, მთვარის ქვა, ფირუზი, მალაქიტი.

 

cabochon-turquoise001 (1)

ტყუპები

აქატი, აქვამარინი, ციტრინი, ტანზანიტი, ვეფხვის თვალი, ამეთვისტო, ტოპაზი, სერდოლიკი.

b1643b5b6ebc89d8dd8e8ebd9bc57f4c

კირჩხიბი

კალციტი, სერდოლიკი, მთვარის ქვა, როდონიტი, ვარდისფერი კვარცი, ავანტურინი, სელენიტი, ქრიზოლიტი, ოპალი

ლომი

ქარვა, სერდოლიკი, ციტრინი, ძოწი, ტოპაზი, ლაბრადორიტი, ლარიმარი, ონიქსი, თმიანი კვარცი, ცირკონი, იასპი, ავანტურინი.

ქალწული

ამაზონიტი, ტოპაზი, ძოწი, აქატი, ქრიზოლიტი, ლაზურიტი, მთის ბროლი, იასპი.

სასწორი

ჰელიოტროპი, ქრიზოპრაზი, ციტრინი, ობსიდიანი, მთვარის ქვა, ფრენიტი, ტანზანიტი, კვამლიანი კვარცი, ოპალი, მთის ბროლი, აქატი.

მორიელი

ჩაროიტი, ტოპაზი, ლაბრადორიტი, მალაქიტი, მთვარის ქვა, ქრიზოლიტი, ფირუზი, ჰემატიტი აქვამარინი.

მშვილდოსანი

ამეთვისტო, აზურიტი, ლაზურიტი, ობსიდიანი, ტოპაზი, ჩაროიტი, იოლიტი, ლაბრადორიტი, ქრიზოლიტი, სოდალიტი, ფირუზი.

თხის რქა

შავი ტურმალინი, აზურიტი, აქატი, ქრიზოპრაზი, ძოწი, ფლურიტი, იასპი, მალაქიტი, კვამლიანი კვარცი, ვეფხვის თვალი, ლაზურიტი.

მერწყული

ქარვა, ამეთვისტო, ობსიდიანი, ძოწი, ჰემატიტი, იასპი, ჩაროიტი, ნეფრიტი, ლაბრადორიტი, ფირუზი.

თევზები

ამეთვისტო, აქვამრინი, ჰელიოტროპი, აქატი, ფლურიტი, იასპი, ლაზურიტი, ფირუზი.

გაითვალისწინეთ!

ეს არ არის სრულისია, თუ რაიმე ქვა კარგად გაქვთ გამოცდილი აუცილებლად მიაწერეთ კომენტარებში. ეს სია 80%-ში ამართლებს, მაგრამ უმჯობესია ჯერ გაეცნოთ ქვების თვისებებს, ან შეიდგინოთ პირადი რუკა, ან იხელმძღვანელოთ თქვენი პირადი გრძნობებით! ანუ „ქვამ უნდა დაგიძახოთ“.

 

როგორ გამოვიყენოთ ზოდიაქოს ქვები?

ყველაზე მთავარი, კრისტალების გამოყენებისას, არის, რომ ის ატაროთ თქვენთან ახლოს. იქონიეთ ქვის ვიბრაცია თქვენთან. ქვის შეძენა და სახლში თაროზე მოთავსება მისგან დიდ შედეგს არ მოგცემთ. (თუ რა თქმა უნდა ეს კლასტერი არ არის და ის სპეციალურად სახლის აურის გასაწმენდად არ შეგიძენიათ)

თქვენ აგრეთვე თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ და ატაროთ ის ქვები, რომელიც სიაში საერთოდ არ გაქვთ მოცემული, იმ შემთხვევაში თუ ის დაგაინტერესებთ და მასთან სიახლოვეს იგრძნობთ. მაგალითად მე, ხშირად ვატარებ ჰოვლიტს, ქვას, რომელიც არცერთ ზოდიაქოს ნიშანში არ არის მითითებული, მიუხედავად ამისა, ის ძალიან მეხმარება და დიდ დადებით ენერგიას მაძლევს.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ სამკაულის ტარება, ნებისმიერი ქვის ნატეხი, ან გაპრიალებული მინერალი თქვენს უბეში შესანიშნავად იმოქმედებს.

თუ ქვის საჩუქრად არჩევა გსურთ, უმჯობესია იცოდეთ, რა აკლია იმ ადამიანს ცხოვრებაში და შეარჩიოთ ისეთი ქვა, რომელიც ამ ნაკლოვანების ან დეფიციტის აღდგენაში დაეხმარება.

 

მოკლედ აი ამის თქმა მსურდა. იმედი მაქვს გაითვალისწინებთ რჩევებს და ბრმად არ აარჩევთ ქვებს. უმჯობესია მიმართოთ პროფესიონალებს, ან კიდევ უკეთესი! ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და გრძნობებს, ისინი არასოდეს გიღალატებენ. რაც შეეხება მინერალებს, ისინი თქვენი ცხოვრების გზაზე იდგებიან თქვენს გვერდით და დაგეხმარებიან მის მშვიდად და ჰარმონიულად გავლაში.

 

სიყვარულით კელისგან ❤

Advertisements

One thought on “ქვები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s