რატომ ვერ იყიდით ნატურალურ ქვებს ონლაინ მაღაზიებში იაფად!

სტატიის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს განახლებულ საიტზე ლინკი: https://kelistones.net/ratom-ver-iyidit-naturalur/

ეს 17 ფოტო გაგახსენებთ, რომ დედამიწაზე სიკეთე არსებობს.

ხანადხან ისეთ გემრიელ და ულამაზეს პოსტებს წავაწყდები, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ. აი ერთერთი მათგანი. უბრალო პატარა კეთილი ფოტოები, რომლებიც დღეს გაგიხალისებენ ❤ 17. იმის გამო რომ ეს მოხუცი ქალბატონი ყოველ დღე სუპერმარკეტში მიდიოდა და წიგნებს კითხულობდა, თანამშრომლებმა მას პატარა კუთხე მოუწყვეს, სავარძლით და ბალიშებით. 16. ეს კაცი მთელი გზის განმავლობაში ვიოლინოს უკრავდა, რომ მტირალი … More ეს 17 ფოტო გაგახსენებთ, რომ დედამიწაზე სიკეთე არსებობს.

სასაფლაო, ნაგავი და ქართველები

აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ ყველას. იმედი მაქვს კარგად ხართ. სასაფლაოზე იყავით? პატივი და ხსოვნა მიაგეთ თქვენს წინაპრებს? მე ვიყავი. მე და დედაჩემი ვიყავით, ბებიების სასაფლაოზე. სამწუხაროდ პატივისა და ხსოვნისთვის ვერ მოვიცალეთ, სასაფლაოს წმენდას გადავყევით. ფოთლებს და წიწვებს არ ვგულისხმობ. პარკებზე, ბოთლებზე, საჭმლის ნარჩენებზე, პასკებზე, დაზელილ წითელ კვერცხებზე და დალეწილ შამპანიურის ბოთლებზე მაქვს საუბარი. საერთოდ როდესაც ქართველობაზე … More სასაფლაო, ნაგავი და ქართველები

დიუნი

როგორც იქნა დავასრულე საკმაოდ დიდი წიგნი, სახელად დიუნი და მინდა პირდაპირ ვთქვა, ნამდვილად საოცარი გამოცდილება იყო. ახლა ჩემი მიზანია ეს წიგნი ორიგინალში წავიკითხო. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანი მართლაც უმაღლესი დონისაა დარწმუნებული ვარ ორიგინალი ამაზე ბევრად უკეთესი იქნება. ეს ბოლო თვეა კითხვის საოცარი შემოტევა მაქვს. განსაკუთრებით კი ფენტესის ვკითხულობ, ეს ალბათ იმიტომ, რომ მეღირსა და ჩემი … More დიუნი

მსოფლიოში ულამაზესი მინერალები

ხომ იცით როგორ მიყვარს მინერალები, მაგრამ დორდესაც ამ საოცრებებს ვუყურებ ვერცკი ვიჯერებ რომ ბუნების შექმნილები არიან. შეუძლებელია ადამიანი არ დატკბეს მათი სილამაზით. მოკლედ, მოვიკრიბოთ ძალა და გადავხედოთ ფოტოებს 🙂 აკვამარინი ბისმუტის კრისტალი აზურიტი, აზურმალაქიტი ოპალი პირიტი ფლუორიტი ქრიზოკოლა მალაქიტში ტურმალინი უვაროვიტი როდოქროზიტი კალციტი და რეალგარი ამეთვისტო კარგად ხართ? მე ცოტა ვერ 😀 ვიცი ვიცი ბევრი … More მსოფლიოში ულამაზესი მინერალები

რითი განსხვავდებიან ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები

სტატიის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს განახლებულ საიტზე ლინკი https://kelistones.net/ganskhvaveba-dzvirfassa-da-nakhevrad/

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქვები

ოჰ.. როგორ მიყვარს მინერალები, ქანები, ქვები და კრისტალები.. ვერკი წარმოიდგენთ როგორ მახარებს, ახალი კოლექციის ჩამოსვლა, მითუმეტეს თუ მასში ისეთი ქვებია, რომლებიც ჯერ არ მქონია. ერთი რაღაც მაწუხებს მხოლოდ. მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვები, რომლებსაც ალბათ ვერასოდეს შევიძენ, ნუ… თუ უეცრად შორეულმა ნათესავმა მილიონები არ მიანდერძა, რაც არამგონია ახლო მომავალში მოხდეს 😀 მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ იშვიათი და … More მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქვები

წამიყვანეთ იაპონიაში

ამომავალი მზის ქვეყანა, იაპონია ნამდვილი საგანძურია მათთვის ვინც ელეგანტურობასა და ეგზოტიკას ეძებს. ულტრათანამედროვესა ტრადიციულის ულამაზესი შერწყმა. კულტურისა და ისტორიის მოყვარულებს გაგიხარდებათ ის, რომ იაპონიაში ბევრი უნიკლური მუზეუმია, მაგალითად ანიმეს მუზეუმი, რომელიც ცნობილი რეჟისორის, ჰაიაო მიაზაკის შექმნილია. ჰარმონია იაპონიის ყოველ კუთხეშია, ჰარმონია, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. გთავაზობთ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზეს ფოტოებს.

ხის მორი მეგონა

ფოტოს შევხედე, სადაც ეს ქმნილება დისტანციიდან ჩანს, უბრალო ხის მორი მეგონა, შემდეგ უკვე სხვა ფოტოების დათვალიერებისას პირი დამრჩა ღია :O მართლა! საოცრებაა! ჩინეთში, ხეში კვეთის უძველესი ტრადიცია არსებობს. საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა ისეთი საოცრებები, რასაც ფოტოზე ხედავთ და მსგავსი ქმნილების დასრულებისთვის 4 წელია საჭირო.

„მანდალა“ ტიბეტური ქვიშის ნახატები

  ტიბეტელი ბუდისტი ბერები ქვიშის „მანდალებს“ უკვე 2.500 წელია ქმნიან. ეს მათი რელიგიის ტრადიციების უმშვენიერესი ნაწილია. თითოეულ მანდალას აქვს ცენტრი და მის გარშემო იქმნება უმშვენიერესი წრიული სიმეტრიულად ზუსტი ნახატი. თითოეულ მანდალას თავისი სპეციალური დანიშნულება აქვს, მასში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური სიმბოლოები. მანდალებს სამყაროს წარმომადგენლად ქმნიან და მიაჩნიათ რომ მათ გარემოსა და თითოეული ადამიანის განკურნება შეუძლიათ. ერთი … More „მანდალა“ ტიბეტური ქვიშის ნახატები

ჩაკრები – განხილვა, დიაგნოსტიკა, მკურნალობის მეთოდები

სტატიის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს განახლებულ საიტზე ლინკი https://kelistones.net/ra-aris-chakrebi/

15 საოცარი მოზაიკური ჭერი

მემგონი ყველას გვინახავს ირანში მდებარე მეჩეთების საოცარი ფოტოები, მე მშურს იმ ადამიანების ვისაც ცოცხლათ გაქვთ ეს არქიტექტორული ნამუშევრები და ფერთა გამები ნანახი. ეს მეჩეთები კაცობრიობის საუკეთესო ნამუშევართა შორის შედის. ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებენ ადამიანები ბევრი ფერი და დეტალის ესე გემოვნებით შერჩევას, თუნდაც ტანისამოსის შემთხვევაში, მაგრამ როდესაც მე ეს საოცრება ვნახე, მართლაც რომ პირი დამრჩა ღია. … More 15 საოცარი მოზაიკური ჭერი

15 ფსიქოდელიური ნამუშევარი, რომელიც გაგაოცებთ

  თქვენს წინაშეა მეოცნებე არტისტის, ჯენ სტარკის ულამაზესი სკულპტურები, რომელიც მან ბუნების რთული ჩახლართული ნაწილებით შთაგონებისას შექმნა. ის ნამუშევრებს სხვადახვა მასალისგან ქმნის, როგორიცაა მეტალი, ხე და ქაღალდი. სტილს, რომელსაც ჯენი თავის ნამუშევრებში იყენენებს, შეიძლება მაგიური და მისტიური ეწოდოს, ეს ნამუშევრები წარმოსახვის უნარს გაგიძლიერებენ.