პასუხი უარყოფით კომენტარებს

მოგესალმებით მეგობრებო! ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხო, რომელიც, ჩვენი ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა მოიტანეს ჩემს ყურამდე. რამდენიმე დღის წინ ჩამიგდეს სქრინშოთები, სადაც რომელიღაც ყიდვა გაყიდვის ჯგუფში Kelistone-ზე იყო საუბარი. კომენტრებში განსაკუთრებული სიბრაზით სამი ადამიანი საუბრობდა, რომლებმაც თქვეს, რომ ჩემგან რაღაც ქვები შეიძინეს და შემდეგ ეს ქვები შუშები აღმოჩდნენ. რა თქმა უნდა, ეს კომენტარები მე და … More პასუხი უარყოფით კომენტარებს

როგორ ამოვიცნოთ – მთვარის ქვა – ოპალიტი

გამარჯობა ჩემო საყვარელო ხალხო. არ მეგონა ამ თემას კიდევ თუ შევეხებოდი, რადგანაც უკვე სამ სტატიაში და ორ ვიდეოში და ასევე არაერთ პოსტში მაქვს ახსნილი მთვარის ქვასა და ოპალიტს შორის განსხვავება. მაგრამ არაუშავს, რადგანაც ეს საკითხი ისევ პრობლემატურია, მე აქ რისთვის ვარ?! 😀 მაშ ასე! მთვარის ქვა, რა შესანიშნავი ულამაზესი და მაგიური ქვაა… იმდენად ლამაზი რომ … More როგორ ამოვიცნოთ – მთვარის ქვა – ოპალიტი

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური მალაქიტი

მოგესალმებით მეგობრებო! ვაგრძელებ სტატიების სერიას, ხშირად გაყალბებადი ქვების შესახებ და ამჟამად უნდა ვისაუბროთ, ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ქვა მალაქიტზე. როგორც ყველამ იცით, ბოლო რამდენიმე წელია ნატურალური მალაქიტი უფრო და უფრო ძვირდება და მისგან დამზადებული სამკაულების ჩამოტანა თითქმის შეუძლებელი გახდა, მაგრამ მაინც ვახერხებთ და ჩამოგვაქვს კაბოშონები ან დაუმუშავებელი მალაქიტი. ამაზე ხშირად მეუბნებით ხოლმე საყვედურს, მაგრამ, სინთეტიკის ჩამოტანას … More როგორ ამოვიცნოთ ნატურალური მალაქიტი

ნატურალურია თუ არა? წითელი კვარცი და ამულეტი.

მოგესალმებით მეგობრეებო! დღეს უნდა გესაუბროთ ძალიან საინტერესო და საჭირო საკითხზე. როგორც ყელამ იცით, ჩვენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ყოველდღიურად საკმაოდ ბევრ ადამიანს გესაუბრებით, გიწევთ სხვადასხვა სახის კონსულტაციას, ვარჩევთ ქვებ და ა,შ. სწორედ ამდენ ადამიანთან ურთიერთობის გამო, ჩემამდე მოვიდა ერთი უცნაური ამბავი, კონკრეტულად კი მკითხეს: “ქვა ამულეტი გაქვთ?” პირველ ჯერზე ბევრი არაფერი მიფიქრია, მომწერს შევეკიხე შემთხვევით ამონიტს … More ნატურალურია თუ არა? წითელი კვარცი და ამულეტი.

ქვები სტიქიების მიხედვით

მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უნდა შევეხოთ ძალიან საინტერესო თემას, რომელზეც არაერთხელ გიკითხავთ და აშკარად დიდი ინტერესი გაქვთ. დღეს ვისაუბრებ მინერალებზე და მათ სტიქიებზე. ანუ რომელი ქვა რომელი სტიქიის ენერგეტიკას ატარებს. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც ადგენთ პირად რუკას. ხშირად უკითხავთ თუ რას ნიშნავს სტიქიების არათანაბრად განაწილება და ასევე როგორ შეიძლება ამ ასპექტების დაბალანსება. რა თქმა … More ქვები სტიქიების მიხედვით

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური ციტრინი

მოგესალმებით მეგობრებო, როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, დღეს უნდა ვისაუბრო ციტრინზე. ციტრინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვაა, თვისებებისა და ვიზუალის გამო და ამავდროულად საკმაოდ რთულად საშოვნი მინერალიც გახლავთ, ამიტომაც, დღევანდელ ბაზარზე წააწყდებით უამრავ იმიტაციას და ხელოვნურ ციტრინს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, ყალბი ციტრინის შეძენის შემთხვევები ძალიან დიდია. მე პირადად კვირაში ორ-სამ ადამიანს მაინც ვესაუბრები, … More როგორ ამოვიცნოთ ნატურალური ციტრინი

რატომ ვერ იყიდით ნატურალურ ქვებს ონლაინ მაღაზიებში იაფად!

მოგესალმებით მეგობრებო. ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბრო, რომელიც ძააააალიან დიდი ხანია მაწუხებს და ალბათ ამ თემაზე უფრო ადრეც უნდა დამეწერა.  საქმე ეხება მინერალებსა და ონლაინ შოპინგს. ანუ რას ყიდიან სხვადასხვა პოპულარულ საიტებზე.  არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის თუ რატომ სჭირდება ციტრინის ჩამოსვლას ამდენი დრო, როდესაც ინტერნეტში მათი შეძენა ასე იაფად და სწრაფად შეიძლება. ასევე უკვირთ თუ ხშირად რატომ არ მაქვს მალაქიტის ან მთვარის ქვის … More რატომ ვერ იყიდით ნატურალურ ქვებს ონლაინ მაღაზიებში იაფად!

გაიგეთ თუ რატომ აღარ შევაფასებ ქვებს გამოგზავნილი ფოტოებით

მოგესალმებით მეგობრებო, ისეთ თემაზე უნდა გესაუბროთ რომელიც საკმაოდ დიდი ხანია მაწუხებს და არ ვიცოდი როგორ მეთქვა ისე, რომ ცუდად არავის გაეგო. როგორც იცით მე არასოდეს მეზარება თქვენთან საუბარი, სხვადასხვა თემების ახსნა, დახმარება, კონსულტაციის გაწევა და ზოგადად ამომწურავი პასუხების გაცემა, მაგრამ არის ერთი თემა რომელიც ცოტა არ იყოს დამღლელია. ახლავე აგიხსნით რაზე მაქვს საუბარი. როდესაც თქვენი … More გაიგეთ თუ რატომ აღარ შევაფასებ ქვებს გამოგზავნილი ფოტოებით

მინერალები – მკრეხელობა თუ ცრურწმენა?

რაც ამ სფეროში ჩავერთე, მინერალებზე, ქვებზე და კრისტალებზე დავიწყე საუბარი, ძალიან ბევრ ადამიანს შევხდი, უამრავი მოსაზრებაც მოვისმინე და მინდა რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ. ძალიან რთულია აკეთებდე საქმეს, რომელიც გიყვარს და მუდმივად “ალმაცერად გიყურებდნენ.” იმიტომ არა, რომ რაღაცას აშავებ ან აფუჭებ, უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაც ისეთს ამბობ რაც უმეტესობისთვის გაუგებარია. ქართველ ხალხს გვახასათებს ერთი ძალიან ცუდი თვისება, … More მინერალები – მკრეხელობა თუ ცრურწმენა?

რატომ არის მრავალფერიანი ამაზონიტი ერთ-ერთი უძლიერესი იღბალის ქვა, როგორც კაცებისთვის ისე ქალებისთვის?

ულამაზეს ამაზონიტზე უნდა ვისაუბრო. ამ ქვაზე არაერთხელ მაქვს დაწერილი. ჩვენს მთავარ საიტზე, Kelistones.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ ამაზონიტის სრული აღწერა, როგორც სამკურნალო ასევე მაგიური თვისებები, მოპოვების ადგილები და სხვა საინტერესო ცნობები. მაგრამ დღეს, კონკრეტულად მრავალფერიან ამაზონიტზე მინდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გინახავთ ამ ქვისგან დამზადებული ულამაზესი სამკაულის ფოტოები. განსაკუთრებით ხშირად ამაზონიტს სამაჯურებში გამოიყენებენ და ამას თავისი მიზეზი … More რატომ არის მრავალფერიანი ამაზონიტი ერთ-ერთი უძლიერესი იღბალის ქვა, როგორც კაცებისთვის ისე ქალებისთვის?

შეიძლება თუ არა რამდენიმე ქვის ერთად ტარება?

მოგესალმებით მეგობრებო ❤ ძალიან, ძალიან, ძალიან ძააააალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო, თემას რომელსაც წარმოუდგენელია არ შევეხოთ მაშინ, როდესაც მინერალებზე, კრისტალებზე და ზოგადად ქვებზე ვსაუბრობთ. შეიძლება თუ არა რამდენიმე ქვის ერთად ტარება?! ან რომელი ქვების ტარება შეიძლება ერთდროულად?! ან ეს და ეს ქვა ერთად რომ ვატარო რამეს ხომ არ დამმართებს? ეს კითხვა რამდენიმე ვარიანტში შეიძლება დავსვათ, … More შეიძლება თუ არა რამდენიმე ქვის ერთად ტარება?

რა არის “აურა კვარცი”

გამარჯობა ჩემო კარგო ხალხო, რამდენი ხანია ბლოგზე სიტყვაც არ დამიწერია 😀 მომენატრეთ! მოდით ჩაგეხუტოთ 😀 მოკლედ გადავიდეთ უცბათ საქმეზე. ძალიან ხშირად მიწევს ახსნა თუ რა არის აურა კვარცი, ასევე გაგონილი გექნებათ სახელები: Angel aura, Opal aura, Aqua aura, Rainbow Quartz, Titanium Quartz… რეალურად ეს არის ბუნებრივი მინერალი, რომელიც შემდგომ, ხელოვნურად, სხვადასხვა მეტალითაა დაფარული. უმეტესად ასეთი … More რა არის “აურა კვარცი”

რითი განსხვავდებიან ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები

გამარჯობა მეგობრებო, მოვედი იმისთვის, რომ ძალიან დიდ საიდუმლოს ავხადო ფარდა 😀 ვიღაცისთვის ეს შეიძლება სულაც არ იყოს საიდუმლო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი საკმაოდ გაკვირვებულები დარჩებით ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა განსხვავებაა ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს შორის. პასუხი არის….. არანაირი!! საქმე იქამდე მივიდა რომ ა.შ.შ-ს ფედერალურმა კომისიამ ბანი დაადო სხვადასხვა … More რითი განსხვავდებიან ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები

წყლის დამუხტვა-„ელექსირი“

  ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა წყლის დამუხტვის შესახებ, როგორც მახსოვს რამდენიმე სტატიაში ვახსენე სიტყვა „ელექსირი“ და ამის შემდეგ თხოვნები არ შეწყვეტილა. მოკლედ, როგორც იქნა მოვიცალე და გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ მეთოდს წყლის დასამუხტად. სანამ საქმეზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ ის წყალი, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი, მთელი დღის განმავლობაში სვამს, არის „დაზიანებული“. დამეთანხმებით, უმეტესობა ონკანიდან ისხამთ წყალს და არც … More წყლის დამუხტვა-„ელექსირი“

ლაბრადორიტი – რჩევები პირადი გამოცდილებიდან

მემგონი ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ჩემი უსაყვარლესი ქვა ლაბრადორიტია. მას უკვე დიდი ხანია ვატარებ და ერთხელაც არ გამჩენია სურვილი ან ჩამენაცვლებინა ან მისგან დამესვენა. ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ოპალი ლაბრადორიტს ურჩევნიათ, ნუ შეიძლება ეს გარეგნულად ფიქრობდეთ ესე, მაგრამ ლაბრადორიტის თვისებები უბრალოდ უნიკალურია! მართლა, მე მსგავსი სიძლიერის ქვა არ მეგულება. ლაბრადორიტი ოდითგანვე შამანების, მკურნალების, … More ლაბრადორიტი – რჩევები პირადი გამოცდილებიდან

ქვების დაპროგრამება

გამარჯობა მეგობრებო კიდევ ერთხელ. ძალიან ხშირად მეკითხებით თუ რა არის კრისტალების დაპროგრამება და როგორ გავაკეთოთ ეს. გეტყვით, რომ მეტაფიზიკური განხრით კრისტალის დაპროგრამება ნიშნავს, როდესაც მასში ვქმნით ენერგიის მოდელს, ნიმუშს. ადვილი სიტყვებით რომ ვთქვათ ეუბნებით ქვას იმას, რაც გინდათ რომ გააკეთოს. კრისტალის დაპროგრამების მიზანია, რომ მან მოგცეთ ის ენერგია, რომელიც იმ მომენტში გაკლიათ. როგორცკი ქვა დაპროგრამდება … More ქვების დაპროგრამება

იმიტაციები, დაფერილი და ხელოვნური ქვები

გამარჯოობა მეგობრებო. დიდი ხანია სტატია არ გამომიქვეყნებია, შესაბამისი თემის წამოჭრას ველოდებოდი და აი ისიც: ხელოვნური, დაფერილი ქვები და იმიტაციები. დავიწყოთ დაფერვიდან. ყველაზე ხშირად დაფერვადი ქვა გახლავთ აქატი. გაგიკვირდებათ, რატომ აქატი, როდესაც მას ამხხელა ნაირსახეობა გააჩნია? იმიტომ, რომ ნამდვილი, კაშკაშა ფერის აქატი თავისთავად ძვირია. ასე რომ, როდესაც სუსტი ფერის აქატს მოიპოვებენ, კლასტერის ან დრუსის სახით მას … More იმიტაციები, დაფერილი და ხელოვნური ქვები

აქატი – ნაირსახეობები და თვისებები

ზოგადი ინფორმაცია  აქატი არის ქალცედონის ნაირსახეობების ჯგუფის სახელი. მინერალი, რომელიც კვარცის ოჯახიდან მოდის. მისი სახელი „Achetes River“-იდან (სილიციიდან) მოდის, სადაც ეს მინერალი პირველად იპოვეს. აქატი თითქმის ყველა ფერში გვხვდება, უმეტესად ზოლებით. მას დედამიწის ცისარტყელასაც ეძახიან. ისტორიულად აქატი  ნეოლითის პერიოდის არტეფაქტებშია ღმოაჩინეს. მის სამკურნალო თვისებებს საბერძნეთში და ეგვიპტეში იყენებდნენ. . აქატის ტიპები აქატის სამყარო მომხიბლავი და … More აქატი – ნაირსახეობები და თვისებები

6 საუკეთესო ქვა ფულისა და ფინანსების მოსაზიდად

გადავწყვიტე ამ სტატიის დადება, იმიტომ, რომ, ფული ყველას ბედნიერების წყაროდ მიაჩნია, მე ამ მისაზრებას დიდად არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა უფულოდ ყოფნა ბევრი პრობლემის შემქმნელია, მაგრამ ბედნიერებას ფული არ ქმნის. მქონია ფინანსები, მაგრამ არ ყოფილა განწყობა და სწორი ადამიანები, რომელიც ამ ფულს, ბედნიერებად აქცევდნენ. მიუხედავად ფულისადმი ჩემი დამოკიდებულებისა, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ჩვენი საფულიდან … More 6 საუკეთესო ქვა ფულისა და ფინანსების მოსაზიდად

7 საუკეთესო ქვა, რომელიც მომავალ დედებს მშობიარობას შეგიმსუბუქებთ

მოგესალმებით მშვენიერო ადამიანებო. ვიცი ზოგიერთი აქ შემთხვევით ან სულაც ცინიკური განწყობით შემოხვედით, მაგრამ მინდა აგიხსნათ, თუ რატომ გადავწყვიტე მსგავსი სტატიის გამოქვეყნება. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თანამედროვე საზოგადოება, ძალიან დაშორდა ბუნებას, დედამიწას, იმ ჩვენ საწყისს, რომელიც გვაკავშირებს სამყაროსთან. იმდენად გაგვიფანტა გონება თანამედროვე ტექნოლიოგიებმა, იმდენად დაჩქარებულია ჩვენი ცხოვრება, რომ ვერაფრის გააზრებას ვერ ვასწრებთ და გვინდა, რომ … More 7 საუკეთესო ქვა, რომელიც მომავალ დედებს მშობიარობას შეგიმსუბუქებთ