მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქვები

ოჰ.. როგორ მიყვარს მინერალები, ქანები, ქვები და კრისტალები.. ვერკი წარმოიდგენთ როგორ მახარებს, ახალი კოლექციის ჩამოსვლა, მითუმეტეს თუ მასში ისეთი ქვებია, რომლებიც ჯერ არ მქონია.

ერთი რაღაც მაწუხებს მხოლოდ. მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვები, რომლებსაც ალბათ ვერასოდეს შევიძენ, ნუ… თუ უეცრად შორეულმა ნათესავმა მილიონები არ მიანდერძა, რაც არამგონია ახლო მომავალში მოხდეს 😀

მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ იშვიათი და საკმაოდ ძვირიანი ქვების სია. თვლას 10-დან დავიწყებ და აუცილებლად მითხარით, იცოდით თუარა ამ ქვების არსებობის შესახებ, თავად თუ გაქვთ რომელიმე და ხომ არ დაამატებდით რომელიმე ძვირადღირებულ ქვას 🙂

ვიწყებთ!

10. ტანზანიტი

ტანზანიტის ერთი კარატის ფასი 600-1000 დოლარია. ის პირველად 1967 წელს ტანზანიაში აღმოაჩინეს.

55ecb567e0de56515394794c5d59efe2

9. ტაფეიტი
მისი ერთი კარატის ფასი 1.500-2.500 დოლარია. სახელი ცნობილი გეოლოგის, კოუნტ ტააფეს საპატივცემულოდ დაერქვა. ეს მინერალი 1945 წელს სწორედ მან აღმოაჩინა.

download

8. შავი ოპალი
შავი ოპალის ერთი კარატი 2.355 დოლარი ღირს. ოპალის ნაირსახეობები საკმაოდ ძვირფასი ქვებია, მაგრამ შავი ოპალი მათ შორის ყველაზე ძვირიანია.

download (1)

7. ბენიტოიტი
ბენიტოიტის ერთი კარატი 3.000-4.000 დოლარი ღირს. ის პირველად 1907 წელს აღმოაჩინეს კალიფორნიაში.

download (2)

6. წითელი ბერილი
10.000 დოლარი კარატში. წითელი ბერილი მსოფლიოში ერთ-ერთ უიშვიათეს ქვად ითვლება.

download (3)

5. ალექსანდრიტი
ალექსანდრიტის ერთი კარატი 12.000 დოლარი ღირს. მას აქვს უნიკალური თვისება, მზის შუქზე მომწვანო ფერს იღებს, ხოლო ნათურის ქვეშ – წითლდება.

download (4)

4.  ჟადეიტი
ამ ქვის ერთი კარატი 20.000 დოლარი ღირს. არ აგერიოთ მსგავს ქვაში, რომლის სახელია Jade, მას ქართულად ჟადეიტს ეძახიან, მაგრამ Jade ნახევრადძვირფასი და საკმაოდ ხელმისაწვდომი ქვაა, ხოლო Jadeite უიშვიათესი და უნიკალური. ზოგიერთი ჟადეიტის სამკაული მილიონებად იყიდება, მაგალითად, ცნობილია ყელსაბამი, რომელიც „კრისტის“ აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდა.

download (5)

3. მუსგრავიტი
მუსგრავიტის ერთი კარატი 35.000 დოლარი ღირს. მას მადაგასკარზე, შრი ლანკასა და ტანზანიაში მოიპოვებენ.

download (6)

2. პაინიტი
ერთი კარატი 50.000-60.000 დოლარი ღირს. პირველად 1950 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ პოპულარული 2002 წელს გახდა. არ აგერიოთ ლურჯ კიანიტში, რომელიც ნახევრადძვირფასი და ხელმისაწვდომი ქვაა.

OLYMPUS DIGITAL CAMERA
OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

1. დააააააა….დაააამმმ…. პირველი ადგილი დაიკავა ვარდისფერმა ბრილიანტმა!

მისი ერთი კარატი 1.4 მილიონი დოლარი ღირს. ეს ქვა მიიჩნევა ყველაზე ძვირად ღირებულ მინერალად, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. აღმოჩენილია 1999 წელს აფრიკაში, რომელიც 83 მილიონ დოლარად გაიყიდა „სოტბის“ აუქციონზე.

download (8)

ჰუჰ.. ამ სტატიის მერე ცოტა ამოსუნთქვა მჭირდება 😀 გული არ გაიტეხოთ მეგობრებო! ძალიან ბეევრი მინერალი გვაქვს იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და სულ არ გვჭირდება ზემოთ ნახსენები 10 ქვა 😀 (ვარდისფერ ბრილიანტზე უარს არ ვიტყოდი)

არ დაგავიწყდეთ კომენტარების დაწერა ❤

სიყვარულით კელისგან ❤


Leave a comment